თბილისის ბოტანიკურ ბაღთან, შესაძლოა, გოლფის მოედანი მოეწყოს

გამოწერა
აუქციონის მოთხოვნების თანახმად, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა აშენდეს, ასევე მოეწყოს ტერიტორია, მიექცეს ყურადღება ხეებსა და მცენარეებს.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც გუშინ აუქციონის წესით გაიყიდა, სასტუმროს გარდა, შესაძლოა, გოლფის მოედანი მოეწყოს, განაცხადა „თანაინვესტირების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ პრესკონფერენციაზე.

მან დაადასტურა, რომ 29 ჰექტარზე მეტი ფართობი „თანაინვესტირების ფონდმა“ შეიძინა. ეს მას 6,3 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

„ამ აუქციონს ჰქონდა პირობა, რომელიც ითვალისწინებს 80 ნომერზე გათვლილი სასტუმროს აშენებას, საუბარია მაღალი კლასის სასტუმროზე, ასევე ტერიტორიაზე ხეებისა და მცენარეების შენარჩუნებას“, — აღნიშნა ქარსელაძემ.

აუქციონი - Sputnik საქართველო
თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია 6 მილიონ ლარად გაიყიდა

სასტუმროს ტერიტორიის იმ ნაწილში ააშენებენ, რომელიც ქალაქიდან არ ჩანს. დანარჩენ ტერიტორიას სპორტული დასვენებისთვის მოაწყობენ, აღნიშნა მან.

„მიმაჩნია, რომ ნამდვილად აუცილებელია, ქალაქში მცხოვრებ ოჯახებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, აღმოჩნდნენ ლამაზ ბუნებაში, რომელიც მოვლილი და კეთილმოწყობილი იქნება და მისდიონ სპორტს. მოეწყობა სარბენი და ველოსიპედის ბილიკები, სხვა სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა… ასევე არის იდეა, მოეწყოს გოლფის მოედანი“, — განაცხადა ქარსელაძემ.

პროექტი პანორამა თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრის გაშენების მოწინააღმდეგეებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვა ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს დაკავშირებულია თბილისის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე მასშტაბურ პროექტთან „პანორამა თბილისი“.

პროექტი „პანორამა თბილისი“ ითვალისწინებს საქართველოს დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ოთხ სხვადასხვა უბანში ოთხი კომპლექსის მშენებლობას სასტუმროებითა და ტურისტული ბიზნეს–ცენტრებით, რომლებიც ერთმანეთთან საბაგირო გზით იქნებიან დაკავშირებული. 

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
მერია: თბილისის ბოტანიკური ბაღის საზღვრები კანონიერად არის შეცვლილი

გასულ კვირაში ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს ბრალი დასდო ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის 4 ჰექტარის მითვისებაში. აღნიშნული ბრალდება უარყო ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ და განმარტა, რომ ბოტანიკური ბაღის საზღვრები შეიცვალა სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის თაბორის მთაზე არსებული ტერიტორიის ჩანაცვლებით.

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ბოტანიკურ ბაღს 2007 წელს მიანიჭეს. მისი ტერიტორია 81 ჰექტარს მოიცავს.

ყველა ახალი ამბავი
0