ჰოლივუდი გაეცნო პროექტს „გადაიღე საქართველოში“

გამოწერა
პროექტს „გადაიღე საქართველოში“ „დისნეის“, „პარამაუნტ ფიქჩერზის“, „უორნერ ბრაზერსისა“ და „ფოქსის“ წარმომადგენლები გაეცნენ.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ლოს-ანჯელესში ჰოლივუდურ კინოკომპანიებს უამბეს, თუ რა უპირატესობები აქვს პროექტს „გადაიღე საქართველოში“, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.

ახალი ქართული პროექტის დეტალებს „პარამაუნტ ფიქჩერსის“, „NBC უნივერსალის“, „უნივერსალ ფიქჩერსის“, „უორნერ ბრაზერსის“, HBO-ს, „ფოქსის“ წარმომადგენლები გაეცნენ.

ქართულმა დელეგაციამ „დისნეის“ დაინტერესება შეძლო, რომლის ორი კომპანია „მარველ ენტერტაინმენტ LLC“ და „ABC ტელევიჟნ გროუპი“ ახლა საქართველოში აპირებს ჩამოსვლას ქართული პროექტის დეტალების ახლოს გასაცნობად.

ბაბინა ძველი კინოპლიონკით - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა კინემატოგრაფისტებს იწვევს

საქართველომ პროექტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში იანვარში ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმი დანერგა, რაც კინომწარმოებლებისთვის ქვეყანაში დახარჯული თანხის 25%-ის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.

ქვეყნის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, მოიზიდავს უცხოელ კინომწარმოებლებს, გაზრდის ტურიზმს, აამაღლებს ეკონომიკურ დონეს და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.

„გადაიღე საქართველოში“ ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროების ერთობლივად შემუშავებული პროგრამაა. პროექტს მეწარმეობის განვითარების სააგენტო და ეროვნული კინოცენტრი ახორციელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0