ბათუმში სამედიცინო ტურიზმის გამოფენა EXPOMEDBATUMI 2016 იმართება

გამოწერა
ღონისძიების შედეგებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებს შორის შეთანხმებებისა და კონტრაქტების გაფორმება იგეგმება.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ბათუმში სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის პირველი საერთაშორისო გამოფენა EXPOMEDBATUMI 2016 იმართება.

გამოფენაში მონაწილეობენ ქართული, თურქული, უკრაინული, აზერბაიჯანული, რუსელი, სომხური, ირანული, პოლონური და ბელარუსული კომპანიები.

ExpoGeorgia - Sputnik საქართველო
თბილისში გაიმართება საერთაშორისო ტურისტული გამოფენა CTF 2016

„საერთაშორისო გამოფენა EXPOMEDBATUMI 2016 ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას“, — ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაინტერესებულ ფირმებს ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ პავილიონში წარმოდგენილი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები, სამედიცინო დაწესებულებები და სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები და აფთიაქები.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია წამლების მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენისა და კოსმეტიკური საშუალებები, პლასტიკური ქირურგიის წამყვანი კლინიკები და სამედიცინო ტურიზმით დაკავებული კომპანიები.

ყველა ახალი ამბავი
0