პუტინი: რუსეთში შენარჩუნებულია უმუშევრობის ძალზე დაბალი დონე

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკში"პირდაპირი ხაზის" ტრანსლაცია
პირდაპირი ხაზის ტრანსლაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში უმუშევრობა დაბალ დონეზეა - 5,6%, არის მცირე მატება კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში უმუშევრობის ძალიან დაბალი დონეა შენარჩუნებული — 5,6%, თუმცა არის მისი მცირე მატება.

„ჩვენთან უმუშევრობა შენარჩუნებულია დაბალ დონეზე — სულ 5,6%. არის ძალიან მცირე ზრდა, მაგრამ ძალზე მცირე კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით“, — განაცხადა პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ მსვლელობისას.

პრეზიდენტმა კითხვაზე, თუ როგორი დრო უდგას ახლა რუსულ ეკონომიკას — თეთრი თუ შავი, უპასუხა, რომ ესაა „ნაცრისფერი, რადგან ვითარება ჯერ არ გამოსწორებულა, მაგრამ ტრენდი მაინც დადებითია“.

ყველა ახალი ამბავი
0