საქართველოს შსს გერმანიის რეგიონებთან თანამშრომლობას ავითარებს

© МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო, მიუხედავად გერმანიის ფედერალურ კრიმინალურ ბიუროსთან განსაკუთრებული ურთიერთობებისა, გერმანიის შინაგან საქმეთა რეგიონულ სამინისტროებთან თანამშრომლობის გაფართოებასაც აპირებს.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა სამინისტროები ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან, რომელიც ოპერატიულ-ტექნიკურ დონეზე თანამშრომლობას გააღრმავებს და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს გამოიძიებს, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

შეთანხმებას ხელი მოეწერა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციულ საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ბერნარდ ნებეს (Bernhard Nebe) შეხვედრის დროს.

საქართველოს შს მინისტრის შეხვედრა ბავარიის შს მინისტრთან - Sputnik საქართველო
შსს: ქართველები გერმანიაში სხვებზე ნაკლებად ჩადიან დანაშაულს

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გერმანიის ფედერალურ კრიმინალურ ბიუროსთან განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს, აუცილებლად მიგვაჩნია, გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა ყველა ფედერალურ მიწასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან“, — განაცხადა მღებრიშვილმა, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.

ბერნარ ნებემ დასძინა, რომ გერმანიაში მალე ჩავლენ ქართველი ექსპერტები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ოპერატიულ-ტექნიკურ დონეზე თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ.
გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთსა და გერმანიაში სამუშაო ვიზიტით 29 მარტს გაემგზავრა.

ბერნარ ნებეს გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე შეხვდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ბერნარ კაზნევს (Bernard Cazeneuve), ბავარიის ფედერალური მიწის შს, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრს, ვიცე-პრემიერ იოახიმ ჰერმანს (Joachim Herrmann).

მღებრიშვილმა ასევე გამართა ორმხრივი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ რაინლენდ-პფალცის ფედერალური მიწის შს, სპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ როგერ ლევენცთან (Roger Lewentz).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი 6 აპრილამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0