საქართველო მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დეესკალაციის იმედს გამოთქვამს

© photo: Sputnikგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეზობელ ქვეყნებში სიტუაციის დეესკალაცია საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით იქნება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და მთელ რეგიონში სტაბილურობისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველო იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სომხეთსა და აზერბაიჯანს ტერიტორიული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში დაეხმარება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2 აპრილს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შესახებ განაცხადეს: კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განაცხადა, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყებამ — აზერბაიჯანის მხრიდან „შემტევი მოქმედებების“ შესახებ.

უპიროტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო
კონფლიქტი ყარაბაღში: აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

„არ შემიძლია, შეშფოთება არ გამოვხატო ჩვენ რეგიონში სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეესკალაცია ჩვენ სამეზობლოში, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე.

მანამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ, მთიან ყარაბაღში დაპირისპირების შეწყვეტისთვის საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლი უნდა აიღოს.

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0