გამოკითხვა: Sputnik-ის მკითხველი ტერორიზმის საფრთხეს მთელ მსოფლიოში ხედავს

© REUTERS / CHARLES PLATIAUბელგიის პოლიცია
ბელგიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტერორიზმის საფრთხე ყველა ქვეყანას ემუქრება.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ტერორიზმის საფრთხის ქვეშაა — ასე მიიჩნევს Sputnik-ის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის „ევროპასა და თურქეთში მომხდარი ტერაქტების შემდეგ გრძნობთ თუ არა უსაფრთხოდ თავს?“ მონაწილეთა 54,3%.

მარტის ბოლოს მსოფლიო ტერაქტების სერიამ შეძრა. 19 მარტს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სტამბულის ქვეითად მავალთა ქუჩაზე აიფეთქა. დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 36 ადამიანი. 22 მარტს დილით ორი აფეთქება ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო მესამე მეტროს ვაგონში მოხდა. დაიღუპა 35 ადამიანი, 340 დაიჭრა.

ამასთან, გამოკითხვის მონაწილეთა 24,8% ვარაუდობს, რომ საქართველოს ეს არ შეეხება, ხოლო 16,2%-ს ტერაქტებზე ფიქრი საერთოდ არ უნდა.

რაც შეეხება Sputnik-ის მკითხველთა 4,8%-ს, მათ არ იციან ევროპასა და თურქეთში მომხდარი ტერაქტების შემდეგ გრძნობენ თუ არა უსაფრთხოდ თავს.

ყველა ახალი ამბავი
0