„Sputnik ლატვია“ მკითხველს .com დომენზე დაუბრუნდა

© photo: SputnikSputnik
Sputnik - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–ი კვლავაც უამბობს მკითხველს საერთაშორისო თუ ლოკალური მოვლენების თაობაზე და აქტუალური თემების შესახებ მრავალფეროვან მოსაზრებებსაც მიაწვდის.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ლატვიის ხელისუფლების მიერ პორტალის.lv დომენზე  დაბლოკვის შემდეგ, საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–მა ახალი ამბების ორენოვანი (ლატვიური და რუსული) რესურსი „Sputnik ლატვია“.com დომენზე ჩაუშვა. 

Sputnik - Sputnik საქართველო
Sputnik-ი ლატვიის ხელისუფლებამ დაბლოკა

Sputnik–ის პროფესიონალ ჟურნალისტთა და რედაქტორთა გუნდი კვლავაც უამბობს მკითხველს საერთაშორისო თუ ლოკალური მოვლენების თაობაზე და აქტუალური თემების შესახებ მრავალფეროვან მოსაზრებებსაც მიაწვდის. გარდა ამისა, მკითხველებისთვის ხელმისაწვდომია Sputnik–ის მობილური დანართი iOS–ისა Android–ის პლატფორმებზე. 

შეგახსენებთ: 29 მარტს „Sputnik ლატვიამ“ მიიღო ოფიციალური უწყება რესურსის.lv დომენზე დახურვის შესახებ. დომენის რეგისტრატორის ოფიციალური წერილის თანახმად, რომელიც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადს ეყრდნობოდა, „დომენური სახელის sputniknews.lv–ის რეგისტრაციით დაირღვა „უკრაინის დამოუკიდებლობასთან, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების შემზღუდავი ზომების შესახებ  ევროკავშირის საბჭოს დადგენილება“.

თებერვალში ევროპარლამენტის ლატვიელმა დეპუტატმა რობერტ ზილემ ლატვიური ტელეარხით LNT ინტერნეტპორტალ „Sputnik ლატვიას“ დახურვა მოითხოვა. ზილე პორტალს „ლატვიის მედიასივრცეზე თავდასხმაში“ ადანაშაულებდა და „პროპაგანდისტულ მედიასაშუალებას“ უწოდებდა. დეპუტატი ლატვიის მთავრობისგან „პროპაგანდის იურიდიულად და ტექნიკურად გადაჭრას“ მოითხოვდა.

სააგენტო Sputnik–ის წარმომადგენლებმა რესურსის ბლოკირების შემდეგ განაცხადეს, რომ ლატვიურ ენაზე მომუშავე Sputnik–ის საქმიანობა სრულად  შეესაბამებოდა ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას, რომელიც ინტერნეტ–მასმედიას რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქმიანობის დასაწყებად არ ავალდებულებს რეგისტრაციის გავლას. ასე რომ Sputnik–ს არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობის არცერთი პუნქტი.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისო რეჟიმში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0