თბილისის კონსერვატორიაში სტუდენტური მღელვარების თავიდან აცილება შესძლეს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliუნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი
უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა თსუ-ს სტუდენტებს მხარი დაუჭირა, ის ამისთვის თავის უმაღლეს სასწავლებელში გააკრიტიკეს და მან თავის თანამდებობაზე რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაპირისპირების შემდეგ სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებს შორისაც უთანხმოება გაჩნდა, სტუდენტთა ნაწილი სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი პრეზიდენტის სიმონ ჩაჩანიძის წინააღმდეგ გამოვიდა. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა ჯგუფი იმით დარჩა უკმაყოფილო, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს აქციებზე ჩაჩანიძემ უნივერსიტეტის თვითმმართველობას მთელი მუსიკალური სასწავლებლის სახელით და არა პირადად დაუჭირა მხარი. „ჩემი გამოსვლა თსუ-ში ჩემი უნივერსიტეტელი კოლეგების სოლიდარობასა და მხარდაჭერას ემსახურებოდა. არსებული კანონმდებლობით სრული უფლება მქონდა კონსერვატორიის სახელით გამოვსულვიყავი“,-განაცხადა ჩაჩანიძემ Sputnik-თან ინტერვიუში.

სტუდენტების პროტესტი - Sputnik საქართველო
დაძაბული ღამე თსუ-ში - უნივერსიტეტი ორად არის გახლეჩილი

მან ასევე აღნიშნა, რომ თავის სიტყვებზე და ქმედებებზე ყოველთვის პასუხს აგებდა და თვლის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეგების მხარდაჭერა ლეგიტიმური და მორალურად გამართლებული ნაბიჯი იყო.“მე იქ ვიდექი, სადაც საჭირო მიმაჩნდა და სხვანაირად არ შემეძლო, ხოლო სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად ყოფნა არასდროს არ იყო ჩემთვის კარიერის გაკეთების საშუალება, ეს იყო მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც მე პირნათლად შევასრულე“,-აღნიშნა ჩაჩანიძემ. მისი სიტყვებით, მან საჭიროდ ჩათვალა კომპრომისზე წასულიყო და თვითმმართველობის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები დაენიშნა, რათა კონსერვატორიაში სტუდენტებსა და პედაგოგებს შორის სიმშვიდე, წესრიგი და ჰარმონია შეენარჩუნებინა.

თამარ სანიკიძე სტუდენტებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების სამინისტრო მზადაა, სტუდენტების გამო კანონი შეცვალოს

ჩაჩანიძე კონსერვატორიის თვითმმართველობის პრეზიდენტის პოსტს ბოლო ორი წელი იკავებს, უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. თსუ-ს სტუდენტებმა მარტის დასაწყისში პროტესტის აქციები დაიწყეს, უმაღლესის სპეცსამსახურებისაგან გაწმენდვისა და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმის მოთხოვნით. თავის მხრივ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით კონტრაქციები მოაწყეს.

მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებშიც ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი, 17 მარტს პროტესტის აქციები შეწყდა. თუმცა ისინი 17 აპრილს შეიძლება განახლდეს, თუ კი სტუდენტების პირობები არ დაკმაყოფილდება.

ყველა ახალი ამბავი
0