თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას ძალა არ შესწევს მორბილვირუსული ინფექციის გავრცელება აღკვეთოს, რის გამოც შავი ზღვის სანაპიროზე ყოველწლიურად იხოცებიან დელფინები, აღკვეთოს, განაცხადა ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ.
სპეციალისტების მოსაზრებით, სწორედ მორბილვირუსული ინფექცია (ე.წ. დელფინების ჭირი) გახდა 19 დელფინის დაღუპვის მიზეზი, რომლებიც განმუხურიდან სარფამდე ტერიტორიის სანაპიროზე გამოირიყა.
„ყოველი წლის მარტიდან სექტემბრის ბოლომდე დელფინები ამ ინფექციით იღუპებიან. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე პრევენციული ზომების გატარება და ამ პროცესის თავიდან აცილება“, — ციტირებს გუჩმანიძეს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“.
მონიტორინგისსამსახურში ასევე შეტყობინება შევიდა ქობულეთის სანაპიროზე გამორიყული დელფინების შესახებ, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით არ დარსტურდება.
„2011-2012 წლებში ჩვენ სინჯები ისრაელში გავაგზავნეთ, სადაც ლაბორატორიულად დადასტურდა ჩვენს წყლებში ამ ვირუსის მატება. წელს კი არ გაგვიგზავნია სინჯები, მაგრამ გამოვლენა აბსოლუტურად იდენტურია. აქედან გამომდინარე, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ადგილი აქვს ანალოგიურ სურათს“, — ხაზი გაუსვა გუჩმანიძემ.
მონიტორინგის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ დელფინებს.