საქართველოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

© Flickr / Karim Kadimდიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსების ფორუმზე სიტყვით გამოვა.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი (Philip Hammond) 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან  შეხვედრებს ჩაატარებს, იუწყებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

უორდროპის დიალოგი - Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ჰამონდი მოლაპარაკებებს ჩაატარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან და პარლამენტის თავჯდომარესტან დავით უსუფაშვილთან. ჰამონდი ასევე სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსების ფორუმზე სიტყვით გამოვა, რომელიც მრავალპარტიული დემოკრატიის ნიდერლანდების ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0