საფრანგეთის ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობს

© ს. კაკაჩიასაფრანგეთის ელჩი სამეგრელოში
საფრანგეთის ელჩი სამეგრელოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის ელჩის განცხადებით, მისი სამეგრელოში ჩასვლის მთავარი მიზანი კონფლიქტისპირა რეგიონის მონახულება და იქ არსებული პრობლემების გაცნობაა.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik./სოფო კაკაჩია/საფრანგეთის ელჩი საქართველოში  პასკალ მენიე, სამუშაო ვიზიტით სამეგრელოში მეუღლესთან ერთდ იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, პასკალ მენიე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს — გუბერნატორს ლევან შონიას შეხვდა.  გუბერნატორმა ელჩს, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრის ძირითადი თემები რეგიონში აგრარული სექტორი, ტურიზმის და  ენერგეტიკის სფეროს განვითარება იყო.  

„საფრანგეთის ელჩი სტუმრობს ჩვენს რეგიონს, რათა გაეცნოს  რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს. ელჩმა აღნიშნა, რომ ტურიზმის, ენერგეტიკის და აგრარული სექტორის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს რეგიონს. ის დაგვპირდა, რომ შეხვდება საფრანგეთის განვითარების ფონდს და მაქსიმალურად დაგვეხმარება, რათა რეგიონში ეს სამი მიმართულება მეტად განვითარდეს“ — აღნიშნა ჟურნალისტებთან გუბერნატორმა ლევან შონიამ.

საფრანგეთის ელჩის განცხადებით, მისი სამეგრელოში ჩასვლის მთავარი მიზანი კონფლიქტისპირა რეგიონის მონახულება და იქ არსებული პრობლემების გაცნობაა. გარდა ამისა ელჩმა აღნიშნა, რომ საფრანგეთს საქართველოს ამ პატარა მხარესთან სხვა კავშირიც აქვს. 

კინოლენტა - Sputnik საქართველო
საფრანგეთში კინოფესტივალზე ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს უჩვენებენ

„თქვენ იცით, რომ დადიანები და მიურატები ერთმანეთის ნათესავები გახლავთ და მჭიდროდაა საფრანეგთი და სამეგრელო ერთმანეთთან დაკავშირებული. ვსტუმრობდი მიურატების ოჯახს ჭკადუაშში და მოვიხიბლე მეგრელების სტუმართმოყვარეობით, მოვუსმნე ქართულ პოლიფონიას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ფრანგ და ქართველ ხალხს შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების“ — განაცხადა პასკალ მენიემ. 

სამეგრელოს თავადების დადიანების დანათესავება ფრანგი დიდებულების მიურატების ოჯახთან მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მოხდა. ამჟამად სამეგრელოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელიც დადიანების სასახლეშია განთავსებული, საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის ოჯახის კუთვნილი არა ერთი ნივთი ინახება, მათ შორის ნაპოლეონის ნიღაბი, რომელიც მსოფლიოს მუზეუმებში დაცულ სამ ნიღაბს შორის ერთ-ერთია. 

პასკალ მენიე  საქართველოში საფრანგეთის ელჩად 2016 წლიდან დაინიშნა.   აღნიშნულ თანამდებობაზე პასკალ მენიემ შეცვალა რენო სალენსი, რომელიც ამ პოსტზე  2012 წლიდან — 2015 წლამდე მუშაობდა. 


ყველა ახალი ამბავი
0