თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ფოთში, რაგბის სტადიონზე თბილისისა და ბათუმის რაგბის გუნდების თამაშის დასრულების შემდეგ მომხდარი არეულობებისას, 21 წლის მსაჯი ნიკო ამაშუკელი დაჭრეს ფეხში. დაჭრილი ამაშუკელი ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც ის მალე გაეწერა. ინციდენტი გუნდებს შორის თამაშის ფრედ — ანგარიშით 21:21 დასრულების შემდეგ მოხდა, იტყობინება Jako.fm.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის გუნდის მენეჯერი, ჯერ ბათუმის გუნდის წარმომადეგნლებს დაუპირისპირდა, შემდეგ მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა.
ფოთის რაგბის სტადიონის დირექტორი, ამირან შავგულიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მსაჯს ჭრილობის სახით დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული, თუმცა განმარტავს, რომ მისთვის უცნობია ვინ და რა სახის დაზაიანება მიაყენა მსაჯს.
მსაჯის დაჭრის ფაქტს საქართველოს რაგბის კავშირშიც ადასტურებენ. იქ აღნიშნეს, რომ ინციდენტის მონაწილენი უკვე დაკითხეს. სხვა დეტალები არ ხმაურდება.