აპრილის თვის დასაწყისში დათბება

© photo: Sputnik / Тарас Литвиненко / გადასვლა მედიაბანკშიყვავილების მდელო
ყვავილების მდელო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამინდი მხოლოდ პარასკევსა და შაბათს გამოვა, ხოლო კვირას კვლავ აციდება.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. მარტის თვის ბოლომდე საქართველოში იწვიმებს, თუმცა აპრილის დასაწყისში ცოტა ხნით გამოიდარებს.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სამშაბათს მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს, ხოლო მთაში — მოთოვს. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 5-10 გრადუსამდე დაიწევს.
ნალექი ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ოთხშაბათსა და ხუთშაბათსაც შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა პლუს 9-14 გრადუსი იქნება.
პარასკევსა და შაბათს გამოიდარებს და დათბება.
ტემპერატურა 16-21 გრადუსამდე გათბება.
თუმცა კვირას კვლავ წვიმა და ცოტა აცივებაა მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0