სომხეთში 28 თებერვალს Off-road-ის რბოლა გაიმართა. გამოცდილმა მრბოლელებმა სიჩქარესა და მართვის ოსტატობაში გამოსცადეს საკუთარი შესაძლებლობები. რალიში საქართველოს წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
Ace Age-2016-ის ავტორალიზე ათეულობით სომეხი და ქართველი ავტომოყვარული შეიკრიბა, იუწყება „Sputnik სომხეთი“.
რალი თავიდან ჩაფიქრებული იყო როგორც რბოლა თოვლზე, თუმცა ის გეგმის მიხედვით ვერ წარიმართა. თბილი ამინდის გამო ტრასა ტალახისა და თოვლის ნარევ მასად გადაიქცა, რამაც დამატებითი დაბრკოლება შეუქმნა მძღოლებს.
რბოლის მონაწილეები სამ კატეგორიად დაყვეს – სტანდარტული ავტომობილები, ყველგანმავლები 2,5 ლიტრამდე ძრავის მოცულობით და 2,5 ლიტრზე მეტი.
რალიში მონაწილე „რკინის რაშებს“ შორის გარეგნობით განსაკუთრებით ერთ–ერთი Wrangler-ი გამოირჩეოდა (ვიდეოში – უკან ყვითელი დროშით), რომლის მძღოლიც სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე აიკ არუთინიანი აღმოჩნდა.