თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, — იუწყება Marca.
სპორტული გამოცემის ინფორმაციით, მატჩი 7 ივნისს გაიმართება მადრიდში, საფეხბურთო კლუბ „ხეტაფეს“ სტადიონზე „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი გუნდისთვის საქართველოს ნაკრებთან შეხვედრა „ევრო 2016“–სთვის მოსამზადებელი მატჩებიდან ბოლო თამაში იქნება. მანამდე „ფურია როხა“ რუმინეთის, ბოსნია–ჰერცეგოვინისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებთან ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისს იწყება საფრანგეთში.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. თბილისში ესპანეთმა 1:0 მოიგო, ხოლო მადრიდში – 2:0.