საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე სიტყვით გამოვა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანელიძე სიტყვით გამოვა სხდომაზე, რომელიც 2030 წლამდე გაეროს განვითარების დღის წესრიგს ეძღვნება, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უცხოელ კოლეგებთან და გაეროს წარმომადგენლებთან.

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 31-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას, აღნიშნულია სამინისტროს პრეს–ცენტრის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა სასახლე სტრასბურგში - Sputnik საქართველო
საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის კანდიდატებს ირჩევენ

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მორიგი სესია ჟენევაში 29 თებერვალს დაიწყო და 24 მარტს დასრულდება. ჯანელიძე საბჭოს მუშაობაში ორი დღის განმავლობაში მიიღებს მონაწილეობას.

მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა სხდომაზე, რომელიც 2030 წლამდე გაეროს განვითარების დღის წესრიგს, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვას ეძღვნება. ის ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უცხოელ კოლეგებთან და გაეროს წარმომადგენლებთან.

2016 წლის იანვრიდან საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სრულუფლებიან წევრად აირჩიეს სამი წლის ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0