გამოკითხვა: საცივი — ქართული სამზარეულოს გვირგვინი

© Eda.Ruსაცივი
საცივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველომ“ მკითხველს დაუსვა შეკითხვა: „რომელ ნაციონალურ კერძს მიიჩნევთ ქართული სუფრის გვირგვინად?“. გამოკითხვა პორტალის ორივე — ქართულ და რუსულ ვერსიაზე ჩატარდა.

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ქართული სამზარეულოს გვირგვინი საცივია — ასე მიიჩნევს Sputnik-ის გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა.

ხინკლის მოხვევა - Sputnik საქართველო
როგორ მოვახვიოთ ხინკალი

საქვეყნოდ სახელგანთქმული ქართული სამზარეულოს ლიდერად გამოკითხულთა 31%-მა საცივი აღიარა — საქართველოში საახალწლო სუფრის ტრადიციული კერძი.

საცივს მცირედ ჩამორჩება ხინკალი — ის საუკეთესო კერძად გამოკითხულთა 29,2%-მა დაასახელა. 

ქართული სუფრა - Sputnik საქართველო
ქართული კერძები კვლავ საუკეთესოთა შორისაა

გამოკითხულთა 18,8% ქართული ტრადიციული სამზარეულოს გვირგვინად ხაჭაპურს მიიჩნევს, ხოლო 7,2% — ჩაქაფულს.

საიტის მკითხველთა 4%-სთვის ქართული კერძების გვირგვინი მწვადია, ხოლო 3,2%-სთვის — მხალი.

3,2%-მა ქართული სამზარეულოს გვირგვინად ჩახოხბილი დაასახელა, ხოლო 2,9%-მა ხარჩო ამჯობინა. 

ქართული სამზარეულოს ბევრი კერძი, მაგალითად შემწვარი წიწილა — ტაბაკა, ხარჩო, ხაჭაპური და სხვა მსოფლიოში კარგად არის ცნობილი და, ფაქტობრივად, ინტერნაციონალურ კერძებად იქცა.

ყველა ახალი ამბავი
0