„ისლამური სახელმწიფოს“ შეტევებს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების კუთხით იძიებენ

© photo: Sputnikსახალხო ლაშქრის მებრძოლებმა ქიმიური იარაღის ორი საწყობი აღმოაჩინეს
სახალხო ლაშქრის მებრძოლებმა ქიმიური იარაღის ორი საწყობი აღმოაჩინეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება ერაყის სინჯარის რაიონზე ცეცხლის გახსნას ეხება, რის შედეგადაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაზარალდა.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ქურთებმა პარასკევს განაცხადეს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შეტევებს ქიმიური იარაღის გამოყენების კუთხით იძიებენ, რომელიც, შესაძლოა, ტერორისტებმა ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთული გასამხედროებული ქვედანაყოფების „ფეშმერგასა“ და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გამოიყენეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით იუწყება, ხუთშაბათს, 25 თებერვალს ტერორისტებმა ერაყის სინჯარის რაიონს ცეცხლი, სავარუდოდ, ქიმიური ნივთიერებების შემცველი რაკეტებით გაუხსნეს. ამ შეტევის შედეგად ათეულობით ადგილობრივი მოსახლე და „ფეშმერგას“ მებრძოლი დაშავდა.

სახალხო ლაშქრის წევრებმა ქიმიური იარაღის საწყობი აღმოაჩინეს - Sputnik საქართველო
„ისლამური სახელმწიფო“ თავის რაკეტებს ქიმიური გამანადგურებელი ნივთიერებით „მუხტავს“

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დღესდღეობით მსოფლიო უსაფრთხოების ერთ–ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. სამი წლის განმავლობაში ტერორისტებმა ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიპყრეს; გარდა ამისა, ისინი ცდილობენ, თავისი გავლენა გაავრცელონ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, კერძოდ, ლიბიაში. სხვადასხვა მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში 50–დან 200 ათასამდე ბოევიკია.

ყველა ახალი ამბავი
0