იუნკერი: შენგენი გადარჩენის ზღვარზე დგას

გამოწერა
თავიდან ევროკავშირის ქვეყნები საზღვრებზე კონტროლს აწესებენ, მერე კი იკითხავენ რაში გვჭირდება ერთიანი ვალუტა, თუკი არ არის გადაადგილების თავისუფლება, ეს შენგენს გადარჩენის ზღვარზე აყენებს, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. შენგენის ზონა მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით გადარჩენისა პრობლემას შეეჯახა, განაცხადა სამშაბათს ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან კლოდ იუნკერმა. 

„შენგენის სივრცის თავზე ძალიან მნიშვნელოვანი რისკებია, შეიძლება ითქვას, რომ გადარჩენის რისკები. დღეს სიხარულით შემოაქვთ კონტროლი საზღვრებზე, ხვალ ჩათვლიან, რომ ამის ეკონომიკური ღირებულება მნიშვნელოვანია, ხოლო ზეგ იკითხავენ, რაში გვჭირდება ერთიანი ვალუტა, თუკი ბაზრის შიგნით უკვე აღარაა თავისუფალი გადაადგილება“, —  განაცხადა მან სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე გამოსვლისას. იუნკერის გამოსვლის ტრანსლირება ევროკომისიის ვებ-გვერდზე ხდებოდა. 

შენგენის ზონის შიდა საზღვრებზე, დროებითი სასაზღვრო კონტროლის შემოღების კანონმდებლობის ამუშავებას, არალეგალური მიგრანტების ნაკადის აღკვეთის მიზნით გეგმავენ ნორვეგია, შვეცია, დანია, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი და მალტა. 

გარე საზღვრებზე კონტროლის ევროპული სააგენტოს Frontex-ის ინფორმაციით, 2015 წელს ევროკავშირში 1,2 მილიონ მიგრანტზე მეტი ჩავიდა. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ამჟამინდელი მიგრაციული კრიზისი უდიდესია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0