სტამბოლში ტერაქტების შემდეგ პოლიციამ თურქეთში 60-მდე ადამიანი დააკავა

© AP Photo / Lefteris Pitarakisაფეთქების ადგილი სტამბოლში. ფოტოარქივი
აფეთქების ადგილი სტამბოლში. ფოტოარქივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ თურქეთის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში, სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები დააკავა.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. სამშაბათს, სტამბოლის ტერაქტის შემდეგ, თურქეთის პოლიციამ 59 ადამიანი დააკავა ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ პროვინციებში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის ბრალდებით, იტყობინება სააგენტო РИА Новости გაზეთ Sabah —ზე დაყრდნობით. 

ძლიერი აფეთქება მოხდა სტამბოლის ტურისტულ რაიონში სულტანახმედის მოედანზე სამშაბათს დილას. დაიღუპა 10 ადამიანი, 15 დაჭრილია. მომხდარის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება შესაძლოა თვითმკვლელ ტერორისტს განეხორციელებინა. აფეთქების ყველა მსხვერპლი უცხოელია — 8 გერმანიის მოქალაქე და ერთი — პერუს. თურქეთის პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ აფეთქება სირიელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია. 

აფეთქების ადგილი სტამბულში - Sputnik საქართველო
ერდოღანი: აფეთქება სტამბოლში სირიელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა

სპეცოპერაცია ერთდროულად 22 მისამართზე ჩატარდა. პოლიციის მონაცემებით, ეჭვმიტანილთა ნაწილი აპირებდა სირიაში ისლამურ სახელმწიფოს მიერთებოდა, ხოლო მეორე ნაწილი ტერაქტებს ამზადებდა თურქეთში ამ ტერორისტული დაჯგუფების დავალებით. 

მანამდე თურქული მედია იტყობინებოდა, რომ ანკარაში „ისლამური სახელმწიფის“ სავარაუდო წევრი 16 პირი დააკავეს, რომლებიც თურქეთის დედაქალაქში ტერაქტს ამზადებდნენ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0