საქართველოს პრემიერი თურქეთს უსამძიმრებს

© AP Photoაფეთქების ადგილას სტამბოლში
აფეთქების ადგილას სტამბოლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა დაწერა, რომ გმობს ტერორიზმს, ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და იმედი აქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება იმ უდიდესი ბოროტების შეჩერება, რომელიც მსოფლიოს ხალხებს ემუქრება.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ტერორიზმი უდიდესი საფრთხეა და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევაჩეროთ ის, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით თავის მისასამძიმრებელ წერილში სამშაბათს, 12 იანვარს. 

ძლიერი აფეთქება მოხდა სტამბოლის ტურისტულ რაიონში სულტანახმედის მოედანზე სამშაბათს დილას. დაიღუპა 10 ადამიანი, 15 დაჭრილია. მომხდარის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება შესაძლოა თვითმკვლელ ტერორისტს განეხორციელებინა. 

„მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლში მომხდარი საზარელი ტერაქტის გამო. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს. ტერორიზმი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნების მშვიდი განვითარებისთვის და არის სასტიკი დანაშაული", —ნათქვამია პრემიერის წერილში.  

გიორგი კვირიკაშვილი გმობს ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და იმედს გამოთქვამს, რომ საერთო ძალისხმევით შესაძლებელი იქნება იმ უდიდესი ბოროტების შეჩერება, რომელიც მსოფლიოს ხალხებს ემუქრება.


ყველა ახალი ამბავი
0