რუსეთში ტერორისტების ხელშეწყობა შეიძლება ტერაქტის განხორციელებას გაუტოლდეს

© photo: Sputnik / Олег Иванов / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის შსს-ს თანამშრომლები
რუსეთის შსს-ს თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო დუმის დეპუტატი ანატოლი ვიბორნი დარწმუნებულია, რომ ტერორისტების ნებისმიერი დახმარება ექსტრემიზმის გავრცელების ხელშეწყობაა. ტერორისტის დამხმარე ისევე უნდა დაისაჯოს,როგორიც ტერორისტი, წერს გამოცემა „იზვესტია“.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. რუსეთში ტერორისტების ხელშეწყობა შეიძლება თავად ტერორისტული აქტის განხორციელებას გაუტოლდეს, ასეთი შესწორებაა შეტანილი ანტიტერორისტულ კანონპროექტთა პაკეტში, განუცხადა გაზეთ „იზვესტიას“ სახელმწიფო დუმის უშიშროებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრმა ანატოლი ვიბორნიმ.

„კანონი ისეთ პირობებს ქმნის, რომ ტერორისტების დახმარება უსაფრთხო აღარ იქნება. თუ ადრე ხელშეწყობა არ ისჯებოდა, როგორც თვითონ ტერორისტული შეტევის აქტი, ახალი კანონით თითოეული, ვინც ტერორისტებს საკვებით, ფულით ან სხვა რამით დაეხმარება, ტერორისტის მსგავს სასჯელს მიიღებს“, — აღნიშნა ვიბორნიმ.

დეპუტატმა ასევე დააზუსტა, რომ დოკუმენტის თანახმად, საპატიმროში ტერორისტები და მათი ხელშემწყობი პირები, გადაბირების აღსაკვეთად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით მოთავსდებიან.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი: ტერორიზმს ერთი ქვეყანა ვერ დაამარცხებს

„ჩვენ გავაანალიზეთ ტერორისტთა ცალკეული ჯგუფების საქმიანობა და გამოვავლინეთ, რომ ძალიან ხშირად დაპატიმრებული ტერორისტები სხვა პატიმრების აგიტაციასა და გადაბირებას იწყებენ. ამ პრობლემის გადაჭრის გზად ტერორისტების სრული იზოლაცია მიგვაჩნია“, — აღნიშნა მან.

სახელმწიფო დუმა კანონპროექტების პაკეტს, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.

საფრანგეთის ტერაქტისა და სინის ნახევარკუნძულზე ტერაქტის შედეგად რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, რუსმა დეპუტატებმა ტერორიზმისთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ განაცხადეს.

ფედერაციის საბჭოს წევრებმა და სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა ერთობლივ თათბირზე ტერორიზმისა და მისი ხელშეწყობისთვის სასჯელის გამკაცრების აუცილებლობის გადაწყვეტილება მიიღეს. ტერორისტული დაჯგუფებების ხელშეწყობაში, მათ შორის, მოიაზრება გადაბირება, აგიტაცია, ტერორის მეთოდებისა და პრაქტიკის პროპაგანდა, ასევე დაფინანსება და ნებისმიერი სხვაგვარი მხარდაჭერა.

სახელმწიფო დუმის უშიშროების კომიტეტმა რუსეთის უშიშროების საბჭოში ანტიტერორისტული მიმართულების კანონპროექტების პაკეტი გაგზავნა, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან მზადდება.

ზოგიერთი დეპუტატი ტერორისტებისთვის სისკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გაუქმებასაც მოითხოვდა, მაგრამ ჯერჯერობით ამგვარი ინიციატივები დუმისთვის განსახილველად არ წარუდგენიათ.

 


ყველა ახალი ამბავი
0