თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მისი წინამორბედის მიერ შექმნილი მინისტრთა კაბინეტის შეცვლას.
მხოლოდ საგარეო საქმეთა ახალი მინისტრობის კანდიდატი იქნება ის ერთადერთი მინისტრი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ, მის მაგივრად წარდგენილ გიორგი კვირიკაშვილს ამ პოსტზე ჩაანაცვლებს.
ამრიგად, საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად წარსადგენ მინისტრობის კანდიდატთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
პრემიერ-მინისტრი — გიორგი კვირიკაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი — მიხეილ ჯანელიძე
ენერგეტიკის მინისტრი — კახა კალაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი — დიმიტრი ქუმსიშვილი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი — დავით სერგეენკო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი — სოზარ სუბარი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი — თამარ სანიკიძე
სოფლის მეურნეობის მინისტრი — ოთარ დანელია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი — ნოდარ ჯავახიშვილი
ფინანსთა მინისტრი — ნოდარ ხადური
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი — მიხეილ გიორგაძე
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი — ტარიელ ხეჩიკაშვილი
თავდაცვის მინისტრი — თინათინ ხიდაშელი
იუსტიციის მინისტრი — თეა წულუკიანი
შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი — კახა კახიშვილი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი — გიგლა აგულაშვილი
სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში — დავით ბაქრაძე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი — პაატა ზაქარეიშვილი
სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში — გელა დუმბაძე