ენმ: პრემიერის გადადგომა — ეს ივანიშვილის პირადი პერსონალის როტაციაა

© photo: Sputnikენმ–ის მომხრეთა მიტინგი
ენმ–ის მომხრეთა მიტინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატ სერგო რატიანს მიჩნია, რომ აუცილებელია დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა ახალ მთავრობას ნდობის ახალი მანდატი ჰქონდეს.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქრათველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მომსახურე პერსონალის როტაციას შეადარა. 

მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
ვის უწინასწარმეტყველებენ საქართველოს პრემიერ–მინისტრობას?

ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან ხუთშაბათს, 23 დეკემბერს გადადგა, თუმცა მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

„ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ–მინისტრი მხოლოდ ფორმალურად, რეალურად ის იყო ბიძინა ივანიშვილის მომსახურე პერსონალი და რა როტაცია იქნება მომსახურე პერსონალს შორის, ამას არანაირი სხვაობა არა აქვს. ადეკვატური იქნებოდა ამ დროისათვის დანიშნულიყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ახალ მთავრობას ნდობის ახალი მანდატი ჰქონოდა“, — განუცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს. 


ყველა ახალი ამბავი
0