საქართველო ახალ წელს დროებითი მთავრობით შეხვდება

© пресс-служба премьер-министра Грузииსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველ კოალიციას ერთი კვირა აქვს, რომ პრემიერის პოსტზე თავის კანდიდატურა დაასახელოს, რის შემდეგაც იგი პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს. პრემიერის პორტფელის პრეტენდენტს კიდევ შვიდი დღე ექნება, რათა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელოს, თუმცა საეჭვოა, რომ ახალ წლამდე ეს ყველაფერი მოესწროს.

 თბილისი, 24 სექტემბერი.

 საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თითქმის ორ წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.  ეს მოხდა ახალ წალმდე რამდენიმე დღით ადრე — ეროვნული ვალუტის დაცემის ფონზე, ევროსაბჭოსთან ვიზალიბერალიზაციაზე წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ და მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიამდე რამდენიმე თვით ადრე. 

 პრემიერმა განცხადება მთავრობის შენობის აივანზე — ღამის თბილისისა და საქართველო-ევროსაბჭოს დროშების ფონზე გააკეთა. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად ვრჩები

 ღარიბაშვილმა მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლების შესახებ შეახსენა, შეაქო მმართველი კოალიცია და მასთან ერთად საკუთარი თავიც და მოსახლეობას აცნობა, რომ ტოვებს თანამდებობას, თუმცა „სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად რჩება“.

თავის ბოლო გამოსვლაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ არ უსაუბრია. ხოლო მიღწევებს შორის განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ხელმოწერილი შეთანხმება ასოცირების შესახებ და საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტები „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში. 

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ   საქართველოს მთავრობამ მისი ხელმძღვანელობით, მყარი საფუძვლები შექმნა ქვეყანაში  ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. 

გადადგომის მიზეზებზე და შემდეგ გეგმებზე ღარიბაშვილს არაფერი უთქვამს. მედია თვლის, რომ იგი უხელმძღვანელებს მმართველი კოალიციის საარჩევნო შტაბს საპარლამენტო არჩევნებზე, ხოლო პრემიერ-მინისტრის პოსტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. 

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
დეპუტატი: ცვლილებები საქართველოს ხელისუფლებაში უკეთეს შედეგს მოიტანს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე განაცხადეს, რომ პრემიერი ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისისა და მმართველი კოალიციის რეიტინგების დაცემის ფონზე წავიდა. თავის მხრივ „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ოპონენტებს ნაჩქარევი დასკვნები არ გააკეთონ. 

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის ნოემბერში დაიკავა, მას შემდე რაც ამ თანამდებობიდან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გადადგა. მანამდე, ერთი წლის მანძილზე იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. პოლიტიკაში იგი 2011 წელს,  ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოვიდა. მანამდე კი  რვა წლის მანძილზე მასთან იმუშავა. 

2013 წლიდან საქართველოში პრემიერ-მინისტრის ხელშია მმართველობის თითქმის ყველა სადავე, ხოლო პრეზიდენტი მხოლოდ წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს, მედიატორია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. კანონმდებლობის თამახმად, პრემიერის გადადგომას მოსდევს მთელი მთავრობის გადაყენება.

 მთავრობა — კრიტიკის ობიექტი

 ღარიბაშვილი გადადგა, რადგან ასე გადაწყვიტა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თავის დროზე იგი ამ პოსტზე მოიყვანა, ამტკიცებს ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიგა ბოკერია. 

„ივანიშვილმა ღარიბაშვილის გადაყენება გადაწყვიტა… ერთის მხრივ ეს აბსოლიტურად ლოგიკურია, რომ ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტი გადადგეს უმძიმესი კრიზისის ფონზე… როცა მთავრობას მომავლის არანაირი ხედვა არ აქვს… თუმცა ჩვენ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ღარიბაშვილი უბრალო მარიონეტია და გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს“, — განაცხადა ბოკერიამ. 

 სააკაშვილის პარტიამ გადამდგარ პრემიერს ყველა ის საქმე ამოუქექა, რისთვისაც ორი წლის მანძილზე გაუკრიტიკებიათ: რუსეთთან „ძალიან რბილი“ ურთიერთობები; უმოქმედება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში; ზედმეტად მაღალი პრემიები და სახელფასო დანამატები ჩინოვნიკებისათვის; ბრალი დასდეს არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და სავალუტო კრიზისში. მთავრობის მუშაობის შეფასებისას უარყოფითი ნიშნით აღინიშნა თბილისში ზაფხულში მომხდარი კატასტროფული წყალდიდობისას მთავრობის მიერ გატარებული წინასწარი ზომები, რასაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა. 

 მთავრობა — გამარჯვებული

 პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში დადებით შედეგს გამოიღებს, თვლის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პარლამენტში გია ვოლსკი. 

 „არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნაჩქარევი განცხადებები უნდა გავაკეთოთ, რატომ და რისთვის ხდება ეს ცვლილებები. ვფიქრობ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება… ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი იყო და კოალიციის საკმაოდ წარმატებული ლიდერი. ვფიქრობ მისი ინტელექტუალური რესურსი და ენერგია გამოყენებული უნდა იქნას და არ დაიკარგოს პარტიისათვის“, — განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

პლაკატი წინ ევროპისკენ - Sputnik საქართველო
პრემიერი: ევროკომისიის გადაწყვეტილება მთავრობის მუშაობის მთავარი შედეგია

ღარიბაშვილის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად კოალიცია საგარეო პოლიტიკაში მიღწეულ წარმატებებს მიიჩნებს — ეს არის ინტეგრაცია ევროკავშირთან და თანამშრომლობის გაგრძელება ნატოსთან, ამავდროულად ურთიერთობების მოგვარება რუსეთთან. 

ღარიბაშვილის პერიოდში საქართველომ ნატოსაგან ალიანსში გაწევრიანების ხელშემწყობ ღონისძიებათა პაკეტი მიიღო და თავის ტერიტორიაზე ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გახსნა. ამასთან აღადგინა სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ხოლო მოსკოვის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის შერბილების თაობაზე მთავრობისათვის წინასაახალწლო საჩუქრად იქცა. 

 ყველაფერი თავისი გზით მიდის

„ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და სპიკერები, რომლებიც თავიანთ პოსტებს სიცოცხლის ბოლომდე იკავებენ“- განაცხადა მმართველი კოალიციის წარმომადგენელმა, პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადადგომაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. 

„ქართული ოცნების“ პირველმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა ერთ წელიწადში დატოვა, როცა ჩათვალა რომ თავისი გუნდის სხვა წევრებისათვის უნდა დაეთმო ასპარეზი. იგივე გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა“, — თქვა უსუფაშვილმა პრემიერის გადადგომის მიზეზებზე საუბრისას. 

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
დავით უსუფაშვილი: ”ქართული ოცნება” არ იშლება

 მანვე განაცხადა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაკომპლექტდება კანონმდებლობის ჩარჩოებში. 

 კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, პრეზიდენტი ფორმალურად წამოაყენებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელსაც მას საპარლამენტო უმრავლესობა წარუდგენს. თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს და ახალ სამთავრობო პროგრამასთან ერთად პარლამენტის წინაშე დასამტკიცებლად წარსდგება. მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას პარლამენტის 150 დეპუტატიდან, სულ მცირე 75-ის მხარდაჭერა სჭირდება. 

 ყველაფერი არც ისე მარტივადაა

 ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერის გადადგომა დაგეგმილი არ ყოფილა და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ ღარიბაშვილს არც გადადგომის მიზეზებზე უთქვამს რამე და არც სამომავლო გეგმებზე. 

 „ღარიბაშვილის განცხადებაში უნდა გაჟღერებულიყო სად ხედავს ის თავის მომავალს. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მომავალი არ ჩანს, არ არსებობს, ან იგი ფსიქოლოგიურად ძალიან დაძაბულია. ფაქტია, რომ ყოფილი პრემიერი თავადაც ბუნდოვნად ხედავს თავის მომავალს. ეს დაუგეგმავი გადადგომა იყო“, — აცხადებს ექსპერტი. 

 პრემიერის შესაძლო შემცვლელებს შორის, გია ხუხაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი და ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი დავით სერგეენკო დაასახელა. ყოფილ სახელგანთქმულ ფეხბურთელსა და ამჟამინდელ ვიცე-პრემიერს კახი კალაძეს, ექსპერტის თქმით,  შანსი არ აქვს. 

 მთავრობა დროებითი გახდა

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც პრემიერთან გაწონასწორებული ურთიერთობები არ ჰქონია, არ ჩქარობს პრემიერის გადადგომის კომენტირებას. 

პრემიერ-პრეზიდენტის ურთიერთობა ბოლო ორი წლის მანძილზე პრესისათვის განხილვის საყვარელი თემა იყო. მთავრობის ხელმძღვანელი და სახელმწიფოს ხელმძღვანელი გამუდმებით იმას არკვევდნენ,  რომელი უნდა წასულიყო საზღვარგარეთ ოფიციალურ ვიზიტებზე და სინამდვილეში ვინ ითვლება ქვეყნის მეთაურად. 

მთელი ამ დროის მანძილზე, პრემიერ-მინისტრი დემონსტრაციულად არ დადიოდა პრეზიდენტის მიერ მოწვეულ  ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე და სამაგიეროდ თავისთან, მთავრობაში ანალოგიური სტრუქტურა შექმნა — სახელმწიფო უშუშროებისა და კრიზისების მართვის საბჭო.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ახალი მთავრობის შექმნამდე, მოვალეობის შესრულებას იგივე შემადგენლობა განაგრძობს

 ამ ეტაპზე პრეზიდენტი სტანდარტული განკარგულებით შემოიფარგლა: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მინისტრები დროებით შეასრულებენ თავიანთ ფუნქციებს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე. 

 ეხლა მმართველ კოალიციას ერთი კვირა აქვს, რომ პრემიერის პოსტზე თავის კანდიდატურა დაასახელოს, რის შემდეგაც იგი პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს.  პრემიერის პორტფელის პრეტენდენტს კიდევ შვიდი დღე ექნება, რათა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელოს, თუმცა საეჭვოა, რომ ახალ წლამდე ეს ყველაფერი მოესწროს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0