ტერორიზმი როგორც კავკასიის საფრთხე - ექსპერტების მოსაზრებები მოსკოვიდან და თბილისიდან

გამოწერა

ვიდეოხიდი მოსკოვი — თბილისი თემაზე: "საერთაშორისო ტერორიზმი. "დიდი კავკასიის" რეგიონის საფრთხე" შედგა "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში.

ვიდეოხიდის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რამდენად სუსტია საქართველო და რეგიონის სხვა ქვეყნები ტერორისტული საფრთხის წინაშე, დიდია თუ არა სიტუაციის დესტაბილიზაციისა და რელიგიური ექსტრემიზმის გავრცელების საშიშროება, ასევე — რა ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი "დიდი კავკასიის" რეგიონში ტეორისტული საფრთხეების მინიმიზაციისათვის.

ექსპერტების შეფასებებით, "ისის-ის" რიგებში დღეისათვის პოსტსაბჭოთა სივრციდან გასული 7-დან 10-მდე ათასი ადამიანი იბრძვის, მათ შორის საქართველოდან სამი რეგიონული დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა ჯამური რაოდენობა 400-მდეა. "ისის-ის" რამდენიმე ლიდერი პანკისის ხეობიდან გადახვეწილი ქართველია.

4 დეკემბერს საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თათბირი უნდა ჩატარდეს, რომელზეც საერთაშორისო ტერორიზმის მხრიდან შესაძლო საფრთხეები განიხილება. დაგეგმილი კრება პასუხია ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოჩანაწერისა, რომლის საშუალებითაც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" (არაბულად — დაიში) ბოევიკები საქართველოს ტერიტორიაზეჯიჰადის გავრცელების მოწოდებას აკეთებენ.

ყველა ახალი ამბავი
0