თბილისის ცენტრში საფრანგეთის მხარდასაჭერად ათობით ადამიანი შეიკრიბა

გამოწერა

თბილისის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან რუსთაველის გამზირზე შაბათს საღამოს საფრანგეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელიც ტერორისტული შეტევების მიზანი გახდა.

საფრანგეთის მხარდამჭერ აქციაში ათობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, როგორც დედაქალაქის მოსახლეობამ, ასევე სტუმრებმა საზღვარგარეთიდან, მათ შორის საფრანგეთიდანაც.

"მე მინდოდა დღეს აქ მოვსულიყავი, რომ ჩემს ფრანგ თანამოქალაქეებთან ახლოს ვიყო და ქართველი ერის თანადგომა ვიგრძნო. მომხდარი ეხება არამხოლოდ საფრანგეთს, არამედ მთელს კაცობრიობას", – Sputnik-ს განუცხადა ლორიენ გუნიმ, საფრანგეთის  საქართველოში მცხოვრებმა მოქალაქემ.

აქციის ორგანიზატორმა გიორგი გეგელიამ განაცხადა, რომ შეკრებილი ხალხი პარლამენტის შენობასთან მივიდნენ, რათა საფრანგეთისათვის სოლიდარობა გამოეხატათ.

"თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის იდეალები ჩვენთვის ცარიელი სიტყვები არაა და ამ იდეალების მტრები კაცობრიობის მტრებად მიიჩნევიან. მინდა ვუთანაგრძნო საფრანგეთის თითოეულ მოქალაქეს და კაცობრიობას ამ კრიზისიდან გამოსვლა ვუსურვო", – Sputnik-ს განუცხადა გიორგი გეგელიამ.

ყველა ახალი ამბავი
0