ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი დასრულებულია

© facebook.com/MOEgeorgiaბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი
ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომის ხეობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხანძარმა დააზიანა. ცეცხლმა 950 ჰექტარი ფართობი მოიცვა. აქედან 250 ჰექტარი მთლიანად განადგურდა.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტის შედეგებს გაეცნო. ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

ბორჯომის ხეობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხანძარმა დააზიანა. ცეცხლმა 950 ჰექტარი ფართობი მოიცვა. აქედან 250 ჰექტარი მთლიანად განადგურდა.

გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა" ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი ფინეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

პროექტის ფარგლებში 80 ჰექტარზე დაირგო 120 ათასზე მეტი მუხის, ფიჭვისა და ნაძვის ნერგი. ეროვნული სატყეო სააგენტო აგრძელებს ნახანძრალი ტყის კრიტიკული მონაკვეთების აღდგენით სამუშაოებს და მომდევნო 5 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს აღდგენილი ფართობების მოვლა-პატრონობას. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0