პრეზიდენტი: სააკაშვილი საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირებას ცდილობს

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუკერძოებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური, მხოლოდ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სასამართლოს ფორმირება ხალხის ურყევი ნებაა და ამ პროცესს აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სასამართლო პროცესების პოლიტიზირებას ცდილობს, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ქვეყნის მოსამართლეთა კორპუსისადმი მიმართვაში.

სააკაშვილმა საკუთარი თანამებრძოლის, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება თბილისზე მოსკოვის გავლენის შესუსტებას დაუკავშირა. 

„ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას, როგორც ქვეყანაში არსებული სპექტრის, ასევე უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის — საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან“, —ნათქვამია პარასკევს, 18 სექტემბერს გავრცელებულ მიმართვაში. 

მიუკერძოებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური, მხოლოდ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სასამართლოს ფორმირება ხალხის ურყევი ნებაა და ამ პროცესს აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

„ასეთი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე მხარდაჭერას ვუცხადებ მთელ სასამართლო კორპუსს და მომავალშიც ვადასტურებ ჩემი და საზოგადოების თანადგომას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ამ რთულ გზაზე“, — აღნიშნულია მარგველაშვილის მიმართვაში. 

გიგი უგულავა 17 სექტემბერს  წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია "იმედის“ საქმის განხილვა პარასკევს გაგრძელდება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ექსმერის საპატიმროდან გათავისუფლება იმითაა განპირობებული, რომ უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმე მოიგო. სასამართლო დადგენილებით, სისხლის სამართლის კოდექსის ის ნაწილი, რომელიც პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას ცხრა თვეზე მეტ ხანს უშვებს, ანტიკონსტიტუციურია. უგულავა წინასწარ პატიმრობაში 14 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. 


ყველა ახალი ამბავი
0