ფოთში საერთაშორისო ფესტივალი წელს 24 ქვეყანას მასპინძლობს.კონკურისი მოიცავს საესტრადო, ხალხურ და კლასიკურ ჟანრებს.ფესტივალი დაკომპლექტებულია საერთაშორისო ჟიურით. ჟურნალისტი რუსუდან შაიშმელაშვილი შეხვდა ფესტივალის სულისჩამდგმელს ქალბატონ დარეჯან გეფერიძეს, რომელმაც ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნა: „მე მყავდა სტუმარი ქალბატონი იტალიიდან, რომელიც არის მსოფლიო ელჩი და როდესაც ის იტალიაში დაბრუნდა პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა: მე ვიყავი საქართველოში,მე ვიყავი ძალიან ლამაზ პატარა ქალაქში და მე 67 წლის ქალმა ვისწავლე სიყვარული, და ვისწავლე სტუმართმოყვარეობა ქართველებისაგან“.
ფოთი ხელოვნების საერთაშორისო კონკურს - ფესტივალს მასპინძლობს