სახელმწიფო იძულებით გადაადგილებულთა ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს კვლავ გადასცემს

გამოწერა
2015 წლის მონაცემებით, საქართველოში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული 263 ათას 598 ადამიანია რეგისტრირებული, რომელთა უმეტესობა თბილისში ცხოვრობს.

თბილისი, 4 სექტემბერი –  Sputnik. საქართველოს მთავრობა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან (ცხინვალის რეგიონი) იძულებით გადაადგილებულ დაახლოებით 800 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს გადასცემს, განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი რარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, რომელიც პარასკევს, 4 სექტემბერს გაიმართა.

„დღეს, იძულებით გადადგილებულ 783 ოჯახს ჩვენ ბინებს გადავცემთ. მთავრობის წინა სხდომაზე ჩვენ 1200 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ  არც ერთ მედია–საშუალებას აზრად არ მოსვლია ამ ფაქტის გაშუქება, თუმცა, ჩვენ ამ გეგმას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

2015 წლის მონაცემებით, საქართველოში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული 263 ათას 598 ადამიანია რეგისტრირებული, რომელთა უმეტესობა თბილისში ცხოვრობს.

სახელმწიფო ამ ოჯახებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს, გარდა ამისა, ისინი საქართველოში შესაბამისი შემწეობებითა და კომპენსაციებით სარგებლობენ.


ყველა ახალი ამბავი
0