საქართველო–რუსეთის საზღვარზე სატვირთო ავტომანქანების მრავალკილომეტრიანი საცობია

© photo: Sputnik / Vladimir Ivanov / გადასვლა მედიაბანკშილარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი
ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ყაზბეგი–ზემო ლარსის“ სასაზღვრო–გამშვები პუნქტი საქართველო–რუსეთის საზღვარზე ერთადერთ მოქმედ პუნქტს წარმოადგენს.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. „ყაზბეგი – ზემო ლარსის“ საასზღვრო–გამშვებ პუნქტზე რუსეთის მხრიდან სატვირთო ავტომანქანების კოლონები დგას, ინფორმაციას შსს–ზე დაყრდნობით ქართული მედია ავრცელებს.

„ყაზბეგი–ზემო ლარსის“ სასაზღვრო–გამშვები პუნქტი საქართველო–რუსეთის საზღვარზე ერთადერთ მოქმედ პუნქტს წარმოადგენს.

„ქართული მხრიდან არანაირი პრობლემა არ არსებობს. სატვირთო ავტომანქანების დროულად გატარებას რუსული მხარე ვერ ასწრებს. მგზავრების გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა საქართველოს შსს–ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ლაშა ბაბილოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სამშაბათს, 1 სექტემბერს.

საქართველოს შს სამინისტროს პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ შესაძლოა, საცობები ზაფხულის სეზონის დასრულებასთან იყოს კავშირში. ქართული მხარე სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე ნორმალურად აგრძელებს მუშაობას.

„აღნიშნული ვითარება ბოლო რამდენიმე დღეა შეიქმნა. მგონია, რომ ეს ტურისტული სეზონის დასრულებასთანაა კავშირში… ქართული მხარე არანაირ შეფერხებებს არ ქმნის. ყველა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. პრობლემა რუსულ მხარეს ექმნება“, – განაცხადა შსს–ს პრეს–სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ცხადაძემ.

 


ყველა ახალი ამბავი
0