კახა ცხადაძემ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialსაქართველოს საფეხბურთო ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თბილისში შოტლანდიურ გუნდს შეხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ გასვლით მატჩს ჩაატარებს ირლანდიასთან.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართვლოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ის 24 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ეროვნული გუნდის განაცხადში მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების წინ შოტლანდიასა და ირლანდიასთან. 

მეკარეები

ნუკრი რევიშვილი „მორდოვია“, რუსეთი), გიორგი ლორია (კლუბის გარეშე), გიორგი მაკარიძე („ფეიერენსე“, პორტუგალია“). 

მცველები 

გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიიაკა“ თურქეთი), ზურაბ ხიზანიშვილი („ინტერი“, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), საბა კვირკველია („რუბინი“ რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე („დინამო“ თბილისი). 

ნახევარმცველები 

მურთაზ დაუშვილი („კარპატები“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრამგეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“ რუსეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინა“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“ აზერბაიჯანი), გიორგი მერაბიშვილი („ვერია“, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი  („ვიტესი“, ჰოლანდია), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), მათე ცინცაძე („დინამო“, თბილისი). 

თავდამსხმელები

ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ბაჩანა ცხადაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), მათე ვაწაძე („ორხუსი“, დანია).

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები პირველ წვრთნას დღეს გაივლიან „ბასას“ საწვრთნელ ბაზაზე. 

საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თბილისში შოტლანდიურ გუნდს შეხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ გასვლით მატჩს ჩაატარებს ირლანდიასთან. 


ყველა ახალი ამბავი
0