თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ფეხბურთში საქართველოს თასის მერვედფინალის მონაწილეთა ვინაობა გაირკვა.
მეთექვსმეტედფინალის მატჩების შედეგები ასეთია:
• „ვით–ჯორჯია“ – „საბურთალო“ — 1:1 (ორი მატჩის შედეგებით 3:1)
• „მეშახტე“ – „კოლხეთი“ — 0:2 (0:4)
• „იმერეთი“ – „ზუგდიდი“ — 0:0 (1:2)
• „ლოკომოტივი“ – „ლიახვი“ — 0:2 (0:3)
• „ჭიათურა“ – „მერანი“ — 1:1 (2:1)
• „ტორპედო“ – „ჩხირიმელა“ — 4:0 (6:1)
• „მაჭახელა“ – „სამტრედია“ — 0:3 (0:5)
• „რუსთავი“ – „სიონი“ — 1:1 (1:1)
• „სამეგრელო“ – „გურია“ — 1:1 (1:8)
• „შუქურა“ – „ბეთლემი“ — 4:3 (6:4)
• „მერცხალი“ – „ჩიხურა“ — 0:4 (0:5)
იმ 12 გუნდს, რომლებმაც მეთექვსმეტედფინალი გადალახეს, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ოთხეულში გასული გუნდები დაემატება. ესენია: „დილა“, „დინამო“, „თბილისი“ და „ცხინვალი“.
როდის გაიმართება მერვედფინალის კენჭისყრა, ჯერჯერობით უცნობია.