ბათუმში თაფლის ფესტივალი იმართება

© photo: Sputnik / Александр Кондратюк / გადასვლა მედიაბანკშიМёд
Мёд - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის მიზანია აჭარაში მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. მისი ორგანიზატორები არიან მეფუტკრეები და სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბათუმში  22 აგვისტოს, პირველად გაიმართება თაფლის ფესტივალი, რომელშიც აჭარის 60 მეფუტკრეობის ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. 

 გამოფენა- გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება თაფლის სხვადასხვა სახეობა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტები. ასევე გაიმართება ფუტკრის ცვილისაგან შექმნილი სკულპტურის პრეზენტაცია. მსურველებს საშუალება ექნებათ ადგილზე თავადაც შექმნან ცვილის ფიგურები. 

 ფესტივალის დასაწყისი ბათუმის ბულვარზე, კოლონებთან, 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი. დასწრება თავისუფალია. 

 ღონისძიების სტუმრები საინტერესო კულტურულ პროგრამას იხილავენ — ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა, გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, სახის მოხატვა და ცვილის ნიღბების დამზადება და ა.შ.

 „მეფუტკრეობას აჭარაში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და უნიკალური ტრადიციებით გამოირჩევა… ადგილობრივ თაფლს განსაკუთრებული გემობრივი თვისებები აქვს, რადგან აჭარის რეგიონში მისი შეგროვება ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე ხდება“, — ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებაში. 

 ფესტივალის მიზანია აჭარაში მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. მისი ორგანიზატორები არიან მეფუტკრეები და სავაჭრო-სამრეწველო პალატა.


ყველა ახალი ამბავი
0