ესპანეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი თბილისში დააკავეს

© police.geესპანეთის ინტრპოლის მიერ ძებნილი მოქალაქე
ესპანეთის ინტრპოლის მიერ ძებნილი მოქალაქე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული რუსთავის პენიტენციური დეპარტამენტის N5 დაწესებულებაშია მოთავსებული. ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

თბილისი, 11აგვისტო — Sputnik. ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისში ესპანეთის მოქალაქე ზაირა ბ. დააკავეს, რომელიც  2015 წლის 21 ივლისიდან ესპანური ინტერპოლის მიერ იძებნებოდა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური სამშაბათს, 11 აგვისტოს.

„ზაირა ბ. ესპანეთის სსკ-ის 248-ე, 250-ე, 570-ე და 301-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში არის მხილებული, რაც ფულის გათეთრებას, თაღლითობას და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობას ითვალისწინებს“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებული რუსთავის პენიტენციური დეპარტამენტის N5 დაწესებულებაშია მოთავსებული. ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0