მინისტრი: ქართული ჯარი მთლიანად საკონტრაქტო უნდა იყოს

© photo: Sputnikდამოუკიდებლობის დღისადმი მზადება
დამოუკიდებლობის დღისადმი მზადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
"აუცილებელია საბოლოო პოლიტიკურ კონსენსუსამდე მისვლა - როგორი ჯარი გვინდა რომ გვქონდეს. მე ვთვლი რომ ჩვენი ჯარი მთლიანად საკონტრაქტო უნდა იყოს“, - განაცხადა ხიდაშელმა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოსა მიერ აღებული ვალდებულებების თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოში 2016 წლის ბოლომდე უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს, 9 ივლისს განუცხადა. 

„საქართველომ თავის თავზე სხვადასხვა ტიპის ბევრი ვალდებულება აიღო, მათ შორის ისიც, რომ იგი (სამხედრო სავალდებულო სამსახური) უნდა გაუქმდეს 2016 წლის ბოლომდე. მე მზად ვარ წავიდე კომიტეტში, ნებისმიერ საპარლამენტო ფორმატში დავიწყო დისკუსია… აუცილებელია საბოლოო პოლიტიკურ კონსენსუსამდე მისვლა — როგორი ჯარი გვინდა რომ გვქონდეს. მე ვთვლი რომ ჩვენი ჯარი მთლიანად საკონტრაქტო უნდა იყოს“, — განაცხადა ხიდაშელმა. 

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ დისკრიმინაციას იმაში, რომ დრეს საქართველოს მოქალაქეებმა ჯარის გადავადებისათვის 2 ათასი ლარი უნდა გადაიხადონ. 

„მე არ ვთვლი რომ ეს დისკრიმინაციაა. არსებობს ობიექტური გარემოებები, რომელიც პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია და შესაძლებელია გადავადება. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. 2 ათასი ეს არ არის ის თანხა, როცა ჩვენ შეგვიძლია სოციალურ დისკრიმინაციაზე ვისაუბროთ“, —განაცხადა ხიდაშელმა.

ყველა ახალი ამბავი
0